ბუნდესლიგა. XXVI ტურის წინ: "ბაიერნი" "ჰერტას" იმედად

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში ამ დროისთვის მთავარი ინტრიგა საჩემპიონო მარულაშია, რომელშიც ჩართულები არიან "დორტმუნდი" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ბაიერნი". სწორედ ეს მარულა იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ უქმეებზეც.

დღესდღეობით, წინა ტურთან შედარებით ვითარება უცვლელია. "დორტმუნდს" და "ბაიერნს" თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. რა თქმა უნდა, დათმობას არც ერთი არ აპირებს. ამდენად, ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

"ბაიერნს" შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" რკენით დაღლილია, გუნდს პრაქტიკულად არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ "მაინცის" დამარცხებას მოახერხებს. გუნდს ეს სჭირდება "ლივერპულთან"
საშინაო კრახის შემდეგ.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ "მაინცი" ნამდვილად არ არის ისეთი გუნდი, რომ "ბაიერნს" რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. ბოლო ბუნდესლიგურ მატჩებში "რეკორდმაისტერს" ბევრი გააქვს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ცალკე დგას დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულთან" - ის სხვა ხარისხისა და დაძაბულობის თამაში გახლდათ...

რაც შეეხება "დორტმუნდს", ეს გუნდი ბოლო დროს ძალიან არასტაბილურად თამაშობს. გავრისკავთ და დავწერთ, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ "რეკორდმაისტერისთვის" ბოლომდე კონკურენციის გაწევა, მაგრამ სანამ ბრძოლას აზრი აქვს, ლუსიენ ფავრის გუნდი იბრძვის.

ამ ტურში დორტმუნდელებს ძალიან რთული მეტოქე ჰყავთ "ჰერტას" სახით. შევნიშნოთ, რომ ამ გუნდების ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამდენად, ყველამ კარგად იცის, რომ ჯერ კიდევ ჩემპიონატის ლიდერს ბერლინში იოლი გასვლა ნამდვილად არ ელოდება, მით უმეტეს, ბერლინელები თავს გამოიდებენ ხოლმე ისეთ შეხვედრებში, რომლებშიც მასზე ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან. ასე რომ, გერმანიის ჩემპიონატის მორიგი ტურის ეპიცენტრი ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" იქნება. დანარჩენს ერთად ვნახავთ.

ფაქტები
  • "გლადბახისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "აუგსბურგმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".
  • "შალკესა" და "ლაიპციგის" ბოლო თამაში 0:0 დასრულდა.
  • "შტუტგარტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ჰერტასა" და "დორტმუნდის" უკანასკნელი 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "აინტრახტსა" და "ნიურნბერგს" შორის ბოლო სამ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ბაიერნმა" მიჯრით 3 თამაშში დაამარცხა "მაინცი".

ბუნდესლიგა. XXVI ტური
პარასკევი, 15 მარტი
გლადბახი-ფრაიბურგი 23:30

შაბათი, 16 მარტი
შალკე-ლაიპციგი 18:30
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 18:30
აუგსბურგი-ჰანოვერი 18:30
ვოლფსბურგი-ფორტუნა 18:30
ჰერტა-დორტმუნდი 21:30

კვირა, 17 მარტი
ლევერკუზენი-ვერდერი 16:30
აინტრახტი-ნიურნბერგი 18:30
ბაიერნი-მაინცი 21:30

ბომბარდირები: 17 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - იოვიჩი (აინტრახტი); 14 - როისი (დორტმუნდი), პ. ალკასერი (დორტმუნდი), ჰალერი (აინტრახტი); 12 - პოულსენი (ლაიპციგი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული