მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
"ჩემმა მეგობარმა პეპმა ამიხსნა, როგორ ხდება ყველაფერი, როდესაც მას 100 მილიონ ევროდ ფეხბურთელის შეძენა სურს. გვარდიოლა ფეხბურთელის ვიდეოს იწერს და შეიხთან მიფრინავს.
ისინი ვახშმობენ, ვიდეოს უყურებენ და შეიხი საჭირო თანხას გამოჰყოფს. მომდევნო დღეს შეიხი გაზის მილს რამდენიმე მილიმეტრით აღებს და დახარჯულ თანხას ინაზღაურებს.
მე ამაყი ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში "ბაიერნში" არა საკრედიტო განყოფილებაში, არამედ მოგების განყოფილებაში მივდივართ", - განაცხადა ჰიონესმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
ული ჰიონესი: ზაფხულში "ბაიერნი" ტრანსფერებზე უპრეცედენტო თანხებს დახარჯავს
ული ჰიონესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა "ბაიერნმა" კრიშტიანო რონალდო