ვიდეობლოგ Copa 90-თან ინტერვიუში დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა მარკო როისმა ლონდონის "არსენალის" გამთამაშებელ მესუთ იოზილს მისი საუკეთესო პარტნიორი უწოდა.
კითხვაზე, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მას ოდესმე უთამაშია, როისმა სწორედ იოზილი დაასახელა.
"ის ნამდვილად საუკეთესოა. ის უბრალოდ ქმნის გოლებს, ძალიან კარგად ხედავს პარტნიორებს. პრემიერლიგასა და ეროვნულ გუნდში მას არაერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
მესუთი ჭკვიანი ფეხბურთელია, ეს პირველივე შეხედვით ჩანს. ყოველთვის მომწონდა მასთან ერთად თამაში და სამწუხაროა, რომ ის ნაკრებიდან წავიდა. იმედია, ის დაიბრუნებს ძველ კონდიციებს და "არსენალში" რეგულარულად ითამაშებს", -
განაცხადა როისმა.
"ინტერი" "ინტერს" სასამართლოში უჩივის
დორტმუნდის "ბორუსია" ჯეიდონ სანჩოს ზაფხულში არსად გაუშვებს
ჟოზე მოურინიო პოგბაზე: მის აღმატებულებას სტადიონიდან "როლს-როისით" წასვლა სურდა