3 აპრილს, გერმანიის თასის 1/4 ფინალში "ბაიერნმა" სახლში მეორე ბუნდესლიგის "ჰეიდენჰეიმს" 5:4 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთზე მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მცველი ზიულე გააძევა და მათ რიცხობრივ უმცირესობაში მოუწიათ თამაში.
"რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეათედ გავიდა ნახევარფინალში, რაც რეკორდია.
მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ჰეიდენჰეიმი 5:4
გოლები: 1:0 გორეცკა (12), 1:1 გლატცელი (26), 1:2 შნატერერი (39), 2:2 მიულერი (53), 3:2 ლევანდოვსკი (56), 4:2 გნაბრი (65), 4:3 გლატცელი (74), 4:4 გლატცელი (77, პენ), 5:4 ლევანდოვსკი (84, პენ)
გაძევება: ზიულე (13)