შტეფან ეფენბერგი: თუ ასე გაგრძელდა, ავტობუსის მძღოლის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადავიხდით

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა მიუნხენური კლუბის მიერ "ატლეტიკოდან" 80 მილიონ ევროდ ლიუკა ერნანდესის შეძენა შეაფასა.

"ბაიერნს" ზაფხულში რევოლუცია ელის. მათ უკვე ძალიან ბევრი ფული დახარჯეს, თუმცა კითხვები მაინც არსებობს. ჰასან სალიჰამიჯიჩი მუდმივად იმეორებს, რომ ერნანდესი და პავარი მსოფლიო ჩემპიონები არიან.

ჩემი აზრით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ერნანდესი და პავარი კიდევ 10 წელი მსოფლიო ჩემპიონები იქნებიან.

ერნანდესის ტრანსფერის შემთხვევაში, თუ მის ფასს გავითვალისწინებთ, მხოლოდ ერთი გამარჯვებულია - მადრიდის "ატლეტიკო". ასეთი თანხებით
დღეს ვერავის გააკვირვებ, თუმცა მე ეს მაინც არ მომწონს.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ავტობუსის მძღოლის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადავიხდით. ამ 80 მილიონ ევროს მე ნახევარმცველებზე ან შემტევებზე დავხარჯავდი", - განაცხადა ეფენბერგმა.

მომზადებულია t-online.de-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ლიუკა რა უბედურებაა რა ენაზე წერთ
ჯეტ
15:40 05-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული