ბუნდესლიგა. XXXII ტურის წინ: რამდენს გაიტანს "რეკორდმაისტერი"?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუ ნებისმიერ შემთხვევაში საჩემპიონო რბოლით უნდა დავიწყოთ. ამ დროისთვის "ბაიერნი" 2 ქულით უსწრებს "დორტმუნდს". უფრო რთული გამოცდა დორტმუნდელებს ელით.

"ბაიერნი" საშინაო შეხვედრაში მიიღებს "ჰანოვერს", რომელსაც სასწაულიც ვეღარ შეუნარჩუნებს ადგილს ბუნდესლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ "რეკორდმაისტერს" არ ეყოლება მანუელ ნოიერი, მასპინძლები ამ მატჩში არავითარი სირთულის წინაშე არ უნდა დადგნენ. საკითხავი ისაა, რამდენ გოლს გაიტანს "ბაიერნი" მოწინააღმდეგის კარში.

"დორტმუნდს" კი ნამდვილად რთული გასვლითი შეხვედრა ელის "ვერდერთან". გამორიცხული არ არის, დორტმუნდელებმა ამ შეხვედრაში ქულები დაკარგონ. გუნდი ბოლო დროს არათანაბრად თამაშობს. განსაკუთრებით
თვალშია საცემი დაცვაში არასაიმედო მოქმედებები, რაც რურის დერბიში "შალკესთან" საშინაო ფიასკოს (2:4) მთავარი მიზეზი გახდა.

ასეა თუ ისე, ლუსიენ ფავრის გუნდმა შეძლო და ბოლომდე იბრძოლა გერმანიის ჩემპიონობისთვის, რაც უკვე დაფასებას იმსახურებს. ეყოფა თუ არა გუნდს საამისო ძალა, სულ მალე ერთად ვნახავთ.

ამ ტურში კიდევ ორი ძალიან საინტერესო შეხვედრაა. "გლადბახისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრაში ბევრ საინტერესოს ველით, ისევე, როგორც "ლევერკუზენისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებისგან. ამ თამაშებში უნდა გამოიკვეთოს იმ მეოთხე გუნდის კონტურები, რომელიც გერმანიას წარადგენს ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც იცით, ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის საგზური უკვე ჯიბეში უდევთ "ბაიერნს", "დორტმუნდსა" და "ლაიპციგს".

ფაქტები
  • "ლაიპციგმა" ბოლო 5 შეხვედრა მოუგო "მაინცს".
  • "გლადბახისა "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ მორჩა.
  • "ბაიერნისა" და "ჰანოვერის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ვერდერისა" და "დორტმუნდის" ბოლო 10 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "შალკესა" და "აუგსბურგს" შორის უკანასკნელ 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXXII ტური
პარასკევი, 3 მაისი
მაინცი-ლაიპციგი 22:30

შაბათი, 4 მაისი
ბაიერნი-ჰანოვერი 17:30
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 17:30
ჰერტა-შტუტგარტი 17:30
ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 17:30
ვერდერი-დორტმუნდი 20:30

კვირა, 5 მაისი
შალკე-აუგსბურგი 15:30
ფრაიბურგი-ფორტუნა 17:30
ლევერკუზენი-აინტრახტი 20:00

ბომბარდირები: 21 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 16 - როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), ბელფოდილი (ჰოფენჰაიმი), ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული