"მაინცის" ფეხბურთელმა შესვენებამდე გატანილი გოლი ვერ გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მაისს ბუნდესლიის 32-ე ტურში "მაინცი" საკუთარ მოედანზე "ლაიპციგს" მასპინძლობდა. "მაინცის" ავსტრიელმა თავდამსხმელმა, კარიმ ონისივომ 38-ე წუთზე ტრავმა მიიღო. ონისივო "ლაიპციგის" მცველ იბრაჰიმ კონატეს შეეჯახა. თუმცა, ამის შემდეგ განაგრძო თამაში და 43-ე წუთზე სტუმრების კარში გოლიც გაიტანა.

როგორც გერმანული  kicker იტყობინება, ავსტრიელ ფეხბურთელს შესვენებისას არ ახსოვდა, რომ პირველ ტაიმში ანგარიშის შემცირება მოახერხა. ამის გამო კარიმ ონისივო შეცვალეს და აღსანიშნავია, რომ მის ნაცვლად შემოსულმა ფრანგმა ჟან ფილიპ მატეტამაც გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული