მიუნხენის "ბაიერნი" ტრანსფერებზე დიდ ფულს არ დახარჯავს

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ზაფხულში სატრანსფერო რეკორდს არ განაახლებენ.

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი "რეკორდმაისტერმა" ამა წლის მარტში განახორციელა, როდესაც "ატლეტიკოს" მცველი ლუკას ერნანდესი 80 მილიონ ევროდ იყიდა. ის "ბაიერნში" ოფიციალურად 1 ივლისს გადავა.

"ჩვენ აქ მონოპილიას კი არ ვთამაშობთ, ეს საფეხბურთო კლუბია. ლიმიტი 80 მილიონია და მეტს არ დავხარჯავთ.

კიდევ გვექნება დიდი ცვლილებები. უკვე ვიყიდეთ 2-3 ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, გუნდს გადავახალისებთ", - ციტირებს ჰიონესს Goal-ი.

"ბაიერნი" არიენ რობენს, ფრანკ რიბერის და რაფინიას დაემშვიდობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი დარდი თუ არც დახარჯავთ წადით მერე და მიუნხენ 1860 მოუგეთ აბა თქვენი მოსაგები ჩემპიონთა ლიგა სად არის
ჯიმი-ჯიმი
10:49 20-05-2019
1
აშკარად მარტო ბუნდესლიგით და თასით კმაყოფილდებიან ესენი. ის 2-3 ფეხბურთელი შეცვლის ფლანგებს? ბაიერნში ბრეჟნევის მმართველობაა და სანამ ჰიონესს არ გაიტანენ,იქამდე ასე იქნება
:))))
16:53 19-05-2019
0

სიახლეები პოპულარული