აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
23 მაისს, წარმოშობით ქართველი ნახევარმცველის, აკაკი გოგიას ბერლინის "უნიონი" ბუნდესლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე დაუზავდა "შტუტგარტს" - 2:2.

27 წლის გოგია პირველ წრეში მუდამ სასტარტოში იყო, უკანასკნელ ხანს კი სათადარიგო გახდა და ამ შეხვედრაში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან მეორე ბუნდესლიგის გასული გათამაშების 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 27 მაისს ბერლინის "ან დერ ალტენ ფიურსტერაის" სტადიონზე გაიმართება.

"შტუტგარტი" ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა, ხოლო "უნიონი" მეორე ბუნდესლიგაში - მესამეზე.

შტუტგარტი. "მერსედეს ბენც არენა". 58 619 მაყურებელი
შტუტგარტი -
უნიონი 2:2
გოლები: 1:0 გენტნერი (41), 1:1 აბდულა (43), 2:1 გომესი (51), 2:2 ფრეიდრიჰი (68)

სხვათა შორის, ლევან კობიაშვილმა სფფ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე და მათ შორის, გოგიას საკითხზე მუშაობენ, მაგრამ ფიფასთან აქვთ პრობლემები, ვინაიდან ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია საქართველოს პასპორტი, არ არეგისტრირებენ.

თავად გოგიამ ადრე არაერთხელ გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მტკნარი წყლის სიცრუე, რათ უნდა საქართველოში თამაში?
iosif
28 მაისი 2019 17:08
0
რაო ლვოვმა გადაახარისხა ნაკრები ბებრები ცოლებთან გაუშვა (მიულერის პასუხი რატომაც დატოვეს ნაკრებს მიღმა) შანსი ნოლის ტოლფასია დასრულდა გერმანული ოცნება..
ჩორნა
25 მაისი 2019 06:48
1

სიახლეები პოპულარული