აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
აკაკი გოგიას "უნიონმა" ბუნდესლიგაში გადასასვლელ მეორე მატჩში სასურველი ნულოვანი ფრე გაუგორა "შტუტგარტს" და გერმანიის ელიტარულ ლიგაში აღზევდა.

პირველი, გასვლითი შეხვედრა "უნიონმა" 2:2 დაასრულა და ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით მიზანს უწია.

თამაშმა დედაქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია, 22-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ.

გოგია 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან მეორე ბუნდესლიგის გასული გათამაშების 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"უნიონი" პირველად იასპარეზებს ბუნდესლიგაში. ეს გუნდი 1988/89 წლების სეზონში გდრ-ის
უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ამ სეზონში კი მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საწრაფი ფეხბურთელია და ჩვენ ნაკრებს გამოადგება ჩემი აზრით. მოკლედ,რო ვთქვა ანანიძეს და ყაზაიშვილს ჯობია,რადაც ვუყურებ.
გოგა
10:47 28-05-2019
0
არ ყავს ეტყობა ნათესავი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული