"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მცველის, მატს ჰუმელსის "დორტმუნდში" დაბრუნებაზე და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ლეროი სანეზე ისაუბრა.
"მატსმა გვკითხა, როგორი იქნებოდა მისი სიტუაცია "ატლეტიკოსგან" 80 მილიონ ევროდ ლიუკა ერნანდესის შეძენის შემდეგ და ვათამაშებდით თუ არა მას ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ვუპასუხეთ - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის საუკეთესო ითამაშებდა და მან წასვლა გადაწყვიტა.
ვუპასუხეთ - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის საუკეთესო ითამაშებდა და მან წასვლა გადაწყვიტა.
სანეს კონკრეტულად შეეძლო დაგხმარებოდა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამას "სიტიში" ამტკიცებს", - განუცხადა კოვაჩმა "ბილდს".
ჰუმელსი "ბაიერნის" აღზრდილია, 2009-2016 წლებში "დორტმუნდში" ასპარეზობდა და ახლახან უკან დაბრუნდა.