"ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კინაღამ გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს გერმანიის თასის მეორე რაუნდის მატჩები გაიმართა.

"ბაიერნი" ახლოს იყო გავარდნასთან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბოხუმთან", მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

"ბოხუმს" ამ სეზონში კარი მშრალად არც ერთ შეხვედრაში არ შეუნახავს და 83-ე წუთამდე უგებდა გრანდს.

გამარჯვება სტუმრებს მიულერმა მოუპოვა, რომელმაც ამ თვეში პირველად გაიტანა გოლი.

"ბაიერნს" აშკარად უჭირს, რაც გუშინ მისმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა აღიარა - ნუ მოგვთხოვთ ავტობანზე 200 კმ/სთ-ის განვითარებას, როდესაც 100 კმ/სთ-ზე მეტი არ შეგვიძლიაო.

ბოხუმი. "რურშტადიონი". 26 660 მაყურებელი
ბოხუმი - ბაიერნი 1:2
გოლები: დევისი (36,
საკ კარში), 1:1 გნაბრი (83), 1:2 მიულერი (89)

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავი მე-4 ლიგის "საარბრიუკენის" მიერ "კიოლნის" გამოგდებაა.

საარბრიუკენი - კიოლნი 3:2
დუისბურგი - ჰოფენჰაიმი 0:2
ფრაიბურგი - უნიონი 1:3
ჰამბურგი - შტუტგარტი 1:2 (ძირ. დრო 1:1)
დარმშტადტი - კარლსრუე 0:1
ბაიერი - პადერბორნი 1:0
არმინია - შალკე 2:3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული