"ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მალე ოპერაციას გაუკეთებენ, - იტყობინება "კიკერი".
გამოცემის ცნობით, პოლონელი ფორვარდი ოპერაციას საზარდულის პრობლემის გამო საჭიროებს. აღდგენისთვის მას 10 დღე დასჭირდება.
ლევანდოვსკის ოპერაციას ან სანაკრებო პაუზისას, რომელიც 9 ნოემბერს დაიწყება, ან ზამთრის შესვენებისას გაუკეთებენ.
მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში კი 14 გოლით ბომბარდირია.
ლევანდოვსკის გააქვს, "ბაიერნი" ლიდერობს, "ფრაიბურგი" მისდევს [VIDEO]
ლევანდოვსკის ეფექტური თამაში ჩემპიონთა ლიგის დღის მომენტად დაასახელეს [VIDEO]