"ბაიერნმა" მიუნხენში "დორტმუნდი" ზედიზედ მეხუთედ გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბერს, ბუნდესლიგის მე-11 ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო "დორტმუნდს".

ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩენილმა "ბაიერნმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 6:0.

"ბაიერნი" 21 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "გლადბახს" 1 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული - 10 ნოემბერს "ვერდერს" შეხვდება.

"ბაიერნი" 23 ნოემბერს სტუმრად ფორტუნას" დაუპირისპირდება.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ 11 მატჩში გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში 26 გოლია.

ბუნდესლიგაზე "ბაიერნმა" სახლში "დორტმუნდი" მიჯრით
მეხუთედ გაანადგურა - საერთო ანგარიში 24:2.

ტომას მიულერი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ საუკუნეში ბუნდესლიგაზე 100 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - დორტმუნდი 4:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 2:0 გნაბრი (47), 3:0 ლევანდოვსკი (76), 4:0 ჰუმელსი (80, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული