დავიდ აბრაჰამი "ფრაიბურგის" მწვრთნელის წაქცევისთვის მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
"აინტრახტის" კაპიტანი დავიდ აბრაჰამი "ფრაიბურგის" მწვრთნელის, კრისტიან შტრაიხის წაქცევისთვის შვიდკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

33 წლის არგენტინელმა კომპენსირებულ დროში პირით ხაზთან მდგომ შტრაიხს იდაყვი ჰკრა და წააქცია.

ასე და ამგვარად, აბრაჰამი წელს ვერ ითამაშებს და ამას გარდა, ჯარიმის სახით 25 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

"აინტრახტმა" ვერდიქტის გაპროტესტება სცადა, მაგრამ გერმანიის ფეხბურთის კავშირისგან უარი მიიღო.

აბრაჰამი ფრანკფურტულ გუნდს ჩემპიონატის 6 მატჩში ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული