გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შალკეს" მეკარე ალეკსანდრ ნიუბელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში "ბაიერნში" გადავიდოდა, ახლა კი "სანი" იტყობინება, რომ შესაძლოა "ტოტენჰემში" გადაბარგდეს.
გამოცემის მტკიცებით, "ტოტენჰემის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო ტრავმირებული უგო ლორისის შემცვლელს ეძებს და ძალიან უნდა 23 წლის გერმანელის თავის გუნდში გადაყვანა.
მოკლედ, ნიუბელს ორი კარგი კლუბი ეპატიჟება, მაგრამ ორივეგან, სავარაუდოდ, სათადარიგოობა მოუწევს.