"დორტმუნდმა" "ზალცბურგისგან" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ამას გარდა, 10 მილიონი ფეხბურთელის მამას, 15 მილიონი კი მის აგენტ მინო რაიოლას გადაუხადა.
19 წლის ნორვეგიელს გერმანულმა კლუბმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ჰოლანდი თავის ახალ გუნდს 3 იანვარს შეუერთდება და მასთან ერთად ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრება.
ჰოლანდმა ავსტრიის მიმდინარე პირველობაზე 14, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა.