მარიო გიოტცე, დიდი ალბათობით, "დორტმუნდს" დატოვებს

AutoSharing Option
მარიო გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელი "დორტმუნდს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, როცა მის ამჟამინდელ კონტრაქტს გაუვა ვადა.

მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ - ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად წელიწადში 10 მლნ ევროს იღებს, ხელფასის დაკლებაზე უარი განაცხადა, რომლის მიხედვით, 3 მლნ ევროთი ნაკლებს აიღებდა.

გიოტცეს მიმდინარე სეზონში მუდმივი ადგილი არ აქვს სასტარტოში. მან 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, სადაც 3 გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 5-ჯერ იყო სასტარტოში.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს სამსახურით "ჰერტა" დაინტერესდა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ეს რომ 10 მილიონი ეღირება და 7-ს აძლევენ მთლად გაურეკია დორტმუნდის ხელმძღვანელობას, ისეა ტრაკგასიებული ძლივს დაგორავს მოედანზე.
emigranti
03:12 08-01-2020
0
Nichieria esec da roisic magram tramvianebi
Milani
08:05 19-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული