დებიუტიც ამას ჰქვია - ჰოლანი შეცვლაზე შევიდა და 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, ბუნდესლიგის მე-18 ტურში "დორტმუნდმა" გასვლაზე 5:3 მოუგო "აუგსბურგს".

მასპინძლები 59-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ, შემდეგ შეცვლაზე შესულმა, ახლახან "ზალცბურგისგან" შეძენილმა 19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი სანჩომ გაიტანა და სტუმრებმა იმარჯვეს.

"დორტმუნდი" 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 24 იანვარს "კიოლნს" უმასპინძლებს.

ჰოლანი ბუნდესლიგის ისტორიაში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეშვიდე ფეხბურთელია - ბოლოს ეს "დორტმუნდის" მაშინდელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 2013 წელს "აუგსბურგთან" მატჩში (4:0) მოახერხა.

სანჩო ტოპ 5-ის ჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც
10+ გოლი და 10+ საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული