"ბაიერნში" საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" დაბრუნდება, - იტყობინება "ბილდი".
გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობაზე და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურთ.
"ბაიერნს" მიზნად დასახული ნახევარმცველების - ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი) და კაი ჰავერცის (ბაიერი) გადაბირება აქვს და ამიტომ, კოუტინიოს ტრანსფერზე ფულის დახარჯვა არ უნდა.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ბუნდესლიგის 16 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.