ოფიციალურად - პიონტეკი "მილანიდან" "ჰერტაში" გადავიდა

AutoSharing Option
პოლონელი თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი კარიერას "ჰერტაში" გააგრძელებს.

ბერლინურმა კლუბმა 24 წლის ფორვარდს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ჰერტას" ტრანსფერი დაახლოებით 27 მილიონი ევრო დაუჯდა.

მან ამ სეზონში სერია A-ს 18 მატჩში 4 გოლი (3 პენალტით) გაიტანა.

პიონტეკის იჯარით აყვანა "ტოტენჰემს" უნდოდა, მაგრამ "როსონერის" ეს ვარიანტი არ აწყობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული