რუმენიგე: გვარდიოლას ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენება ძლივს გადავაფიქრებინეთ

AutoSharing Option
"ბაიერნის" დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაიხსენა, რომ როდესაც მათ გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ედგა, მეკარე მანუელ ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენებას აპირებდა.

"ჩემპიონები რომ გავხდით, გვარდიოლას ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენება მოუნდა. ძლივს გადავაფიქრებინეთ, რადგან ამას ქედმაღლობად შეაფასებდნენ. თუმცა, ვფიქრობ, ის ნახევარდაცვაშიც კარგად ითამაშებდა", - ციტირებს რუმენიგეს "მარკა".

გვარდიოლა "ბაიერნს" 2013-16 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვნელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, თითოჯერ კი - უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული