"უნიონი" გერმანიის მთავრობას არ დაემორჩილება და "ბაიერნთან" მატჩს მაყურებლების გარეშე არ ჩაატარებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ერთადერთი გუნდი, რომელიც 26-ე ტურის მატჩზე კორონავირუსის გამო მაყურებლებს დასწრებას არ აუკრძალავს - "უნიონია". ბერლინელები "ბაიერნს" უმასპინძლებენ და აი, რა განაცხადა დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა:

"დიახ, არის ფედერალური მთავრობა, მაგრამ რეგიონებსა და ოლქებში გადაწყვეტილებების მისაღებად არის ჯანმრთელობის დეპარტამენტები.

თუ ყველა ფაქტობრივ მიზეზებს შევისწავლით და რობერტ კოხის ინსტიტუტის (გერმანიის მთავარი ინფექციური ინსტიტუტი) მონაცემების მიხედვით რისკის ანალიზს ჩავატარებთ, ვფიქრობ, არ არსებობს არავითარი მიზეზი ამ შეხვედრის მაყურებელთა გარეშე გამართვისთვის.

ეს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ შპანუს გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გადაწყვეტილება ჩვენი ოლქის
ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

სხვათა შორის, შპანეს ბერლინში BMW-ს შეჩერების რეკომენდაცია არ მოუცია. მისი გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ", - ციტირებს ცინგლერს "ბერლინერ ცაიტუნგი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული