ლევანდოვსკიმ გაიხსენა, როგორ ეპატიჟებოდნენ რონალდო და რამოსი "რეალში"

AutoSharing Option
არადა, საინტერესო ტრანსფერი იქნებოდა

თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ უხმობდნენ "რეალში" და რომ გოლების გატანა კვლავაც უნდა.

"დიახ, რონალდო და სერხიო რამოსი მართლა მეპატიჟებოდნენ "რეალში". შემეძლო ლა ლიგის შესანიშნავ კლუბში გადავსულიყავი, ან ნებისმიერ ჩემპიონატში, მაგრამ იმ მომენტში რაღაც სხვა რამ მჭირდებოდა.

გოლების გატანა ისევ მინდა. მატჩისას ხშირად ვითხოვ ბურთს, რათა გოლის გატანას შევეცადო. თუ სამი გავიტანე, მეოთხის გატანაც მსურს", - განუცხადა პოლონელმა AS-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გახსოვს?ბალღობაშიც ეგეთი დაუნდობელი იყავი ხოლმე.("სიყვარული ყველას უნდა")
სოსო
10:34 20-03-2020
0

სიახლეები პოპულარული