კორონავირუსის გამო შეიძლება ვერნერი ევროგრანდში ვერ გადავიდეს

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო "ლაიპციგის" 24 წლის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შეიძლება ევროგრანდში ვერ გადავიდეს.

"ვერნერი შესანიშნავად თამაშობს და მისი სამსახურით დიდი კლუბების დაინტერესება ბუნებრივია. ინგლისში ანალოგიური პრობლემებია. პრემიერლიგის კლუბებს სერიოზული ინვესტორები ჰყავთ, მაგრამ პრობლემები მათაც შეექმნათ. კრიზისმა ყველაფერზე გლობალური გავლენა მოახდინა. არ ვიცით, დღევანდელი ფასები 6 თვე შენარჩუნდება თუ არა.

ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცით, როგორი იქნება სატრანსფერო ბაზარი. არ ვიცით, როგორია ჩვენი რესურსები და რა შეუძლიათ სხვა კლუბებმა შემოგვთავაზონ", - განუცხადა აღმოსავლეთგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკუს კრეშემ "სპორტ 1"-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ვერნერის შეძენის სურილი "ბარსელონას", "ლივერპულს", "მანჩესტერს" და "იუვენტუსს" აქვთ.

ამ სეზონში ბუნდესლიგის 25 მატჩში ვერნერმა 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული