ბუნდესლიგა სეზონის განახლებას 9 მაისს გეგმავს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორმა კრისტიან ზაიფერტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო შეჩერებული ბუნდესლიგა, სავარაუდოდ, 9 მაისს განახლდება.

"მედიკოსებმა გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვით, გუნდებმა უნდა ივარჯიშონ და მატჩები ჩაატარონ. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საფეხბურთო მოედანს მიღმა ხდება.

მაყურებლების გარეშე თამაში კარგი არ არის, მაგრამ ეს ერთადერთი ვარიანტია. ხუთშაბათს ყველაფერს კლუბებთან ერთად განვიხილავთ", - განუცხადა ზაიფერტმა "ბილდს".

შეგახსენებთ, 6 აპრილს ბუნდესლიგის გუნდებმა ვარჯიშები განაახლეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული