კლოპი: "მაგარი" მთვრალი ვიყავი, ეგ ამბავი არც კი მახსოვს...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ არ ახსოვს, როგორ აღნიშნა "ოქროს დუბლი" დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად 2012 წელს, რადგან ძალიან ნასვამი იყო.

"ჩვენი ძალიან ორიგინალურად აღვნიშნეთ ყველაფერი. ეს ნამდვილად შესანიშნავი დღესასწაული იყო, აქეთ-იქით დავრბოდით. ახლა, ბუნებრივია, ასეთი რამ აღარ მოხდება.

2011 წელს "მაგარი" მთვრალი ვიყავი, აი, 2012 წელს კი, "ოქროს დუბლის" შემდეგ კი ისეთი მთვრალი ვიყავი, საერთოდ არაფერი მახსოვს. აი, რას უშვრება ადამიანებს ალკოჰოლი.

არ დალიოთ, თორემ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები დაგავიწყდებათ", - აღნიშნა კლოპმა.

2011/12 წლებში "ბორუსიამ" კლოპის ხელმძღვანელობით
გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული