ნოიერმა 19 წლის ხელბურთელთან გააბა რომანი, რომელიც მის პირველ მეუღლეს ტყუპისცალივით ჰგავს

AutoSharing Option
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი - ვითომ, ეს დიდი გოლკიპერის უკანასკნელი სიყვარულია?

მეუღლესთან განშორების შემდეგ "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ახალი რომანი გააბა.

Bunte-ს ცნობით, 34 წლის ნოიერს 19 წლის სტუდენტი ანიკა ბისელი შეუყვარდა, ტეგერნზეეს ტბასთან თავის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად და თავის დედას, მარიტასაც გააცნო.

ანიკაც სპორტსმენია, ხელბურთელია, გერმანიის მეორე ლიგის "ჰერენბერგში" თამაშობს.

Sportall.Ge

ნოიერი 27 წლის მეუღლეს, ნინა ვაისს, რომელზეც 2017 წელს იტალიაში დაქორწინდა, 4 თვის წინ დასცილდა. ის მანუელის სახლში, მიუნხენ-ბოგენჰაუზენში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მიემგზავრება მშობლიურ ბერლინში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ
ნინა და ანიკა გარეგნულად და ჩაცმის სტილით იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ტყუპი დები გეგონება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გარეგნულად საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს.
Q. G.
05:35 07-05-2020
4

სიახლეები პოპულარული