განახლებულ ბუნდესლიგაზე "გლადბახმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "აინტრახტი".
სტუმრებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს დ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ გაემარჯვათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე ტრაპი.
მიონხენგლადბახელებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს, "ლაიპციგს" გადაასწრეს და მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.
"აინტრახტმა" ბოლო 3 შეხვედრა საერთო ანგარიშით 1:10 წაგო და მე-13 პოზიციაზეა.
პლეამ ანგარიში 36-ე წამზე გახსნა, ეს უკანასკნელ 5 წელიწადში ჩემპიონატზე გლადბახელთა ყველაზე სწრაფი გოლია.
აინტრახტი - გლადბახი 1:3
გოლები: 0:1 პლეა (1), 0:2 ტიურამი (7), 0:3 ბენსებიანი (73, პენ), 1:3 ანდრე სილვა (81)