მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
34 წლის მეკარე მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

მის ძველ ხელშეკრულებას 2021 წელს გასდიოდა ვადა და მხარეები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ შეთანხმების მიღწევას.

გოლკიპერი კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას და სეზონური გასამრჯელოს 20 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვდა.

ნოიერი "ბაიერნში" 2011 წელს "შალკედან" გადავიდა და მას შემდეგ შვიდჯერ გერმანიის ჩემპიონატი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული