"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა დაადასტურა, რომ ნახევარმცველი მარიო გიოტცე გუნდს დატოვებს.
"გიოტცესთან ჩვენი თანამშრომლობა ზაფხულში დასრულდება. ეს გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ. მარიო ძალიან კარგი ბიჭია", - მოკლედ და კონკრეტულად განუმარტა ვითარება ცორკმა Sky Sport Deutschland-ს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიომ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს - მას "მილანი", "ლაციო" და "რომა" ეპატიჟებიან.
ამ სეზონში გიოტცემ ბუნდესლიგის 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა კი თქვა, რომ ის გუნდის სათამაშო სქემაში ვერ ჯდება.