მთელი საქმე ამაშია - ჰუმელსი "ბაიერნთან" მარცხზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა მიუნხენის "ბავარიასთან" 1:0 განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ გვაკლდა დეტალები. ჩვენ შევქმენით შეტევები, მაგრამ ეს არ იყო 100%-იანი მომენტები. ამაშია მთელი საქმე. ზოგჯერ ასეთი თამაშების შედეგს გენიალური მომენტები წყვეტს. ეს მომენტი დღეს კიმიჰის იყო.

ახლა ყველაფერი "ბავარიის" ხელშია. 7 ქულით ჩამოვრჩებით და ისღა დაგვრჩენია, რომ ყველა შეხვედრა მოვიგოთ და ვიმედოვნებთ, რომ დაჩენილ 6 მატჩში 3-ჯერ წაიბორძიკებს." - ციტირებს ჰუმელსს მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, "ბაიერნს" 64 ქულა აქვს და ბუნდესლიგის ლიდერია, ხოლო
"დორტმუნდი" 57 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბავარია" არ ჰქვია მაგ გუნდს, "ბაიერნი" ჰქვია.
გიორგიპირველი
16:34 27-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული