ბუნდესლიგის 30-ე ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ჰერტა". გოლი 57-ე წუთზე ემრე ჯანმა გაიტანა.
"დორტმუნდი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბაიერნს" ისევ 7 ქულით ჩამორჩება.
ამ მატჩში ბერლინელთა ნახევარმცველმა ვლადიმირ დარიდამ 14 კილომეტრი და 650 მეტრი გაირბინა, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.
29 წლის ჩეხმა ამ სეზონში 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის "ჰერტაში" 2015 წელს "ფრაიბურგიდან" გადავიდა.