"ბაიერნი" ოცდამეოთხედ გავიდა გერმანიის თასის ფინალში

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "აინტრახტი" და ფინალში გავიდა.

მიუნხენელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 45 გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 31 წლის თავდამსხმელის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 47 მატჩში 43 გოლი იყო (2016/17 წლების სეზონში).

4 ივლისს, ბერლინში, ფინალში "ბაიერნი" "ბაიერს" შეხვდება, რომელმაც "საარბრიუკენს" 3:0 სძლია.

ცნობისათვის, "ბაიერნი" ოცდამეოთხედ გავიდა ფინალში - წინა 23 ფინალიდან კი მხოლოდ 4 წააგო.

ბაიერნი - აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 პერიშიჩი (14), 1:1 და კოშტა (69), 2:1 ლევანდოვსკი
(74)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული