"ბაიერნმა" გაიმარჯვა და ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ივნისს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გლადბახი".

"ბაიერნი" "დორტმუნდის წაგების შემთხვევაში ჩემპიონი დღესვე გახდებოდა, მაგრამ ლუსიენ ფავრის შეგირდებმა "ფორტუნას" 1:0 მოუგეს.

ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე "ბაიერნი" "დორტმუნდს" 7 ქულით უსწრებს და თუ შემდეგ ტურში, 16 ივნისს, ბრემენში "ვერდერს" სძლია, ოქროს მედლებს დაეუფლება.

დისკვალიფიკაციის გამო "გლადბახთან" მატჩში "ბაიერნს" თავდამსხმელები რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ვერ დაეხმარენ.

მიუნხენურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში 40:9.

ბაიერნი - გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 ზირკზეე (26), 1:1
პავარი (37, საკ. კარში), 2:1 გორეცკა (86)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურებ თამაშებს და სათამაშო პრაქტიკის არ ქონა,მგონი მეკარეებს დაეტყოთ ყველაზე მეტად.უშუალოდ კარის ხაზზე თამაშს არ ვგულისხმობ,უფრო თამაშის წაკითხვასა და საჯარიმოში თამაშს
სოსო
09:56 15-06-2020
0

სიახლეები პოპულარული