"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი მოსაზრება "ოქროს ბურთზე" გამოთქვა.
"გასული წლის დეკემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი (იცინის). ვნახოთ. მე ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესოდ წარმოვჩინდე, მოვიგო ტურნირები და ბევრი გოლი გავიტანო, მაგრამ ასეთი ჯილდო კოლექტიურ ტროფეისთან ერთად მოიპოვება. ეს ყველაზე მთავარია.
"ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია (იცინის)", - განუცხადა ლევანდოვსკიმ "ფრანს ფუტბოლს".
31 წლის პოლონელმა ამ სეზონში 39 მატჩში 45 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი განაახლა.