ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ჩატარებულ გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნმა" 4:2 დამარცხა "ბაიერი" და მეოცედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
მიუნხენურმა გუნდმა მეცამეტედ შეასრულა გერმანიაში ოქროს დუბლი, რაც რეკორდია, ამას გარდა, ზედიზედ მე-17 შეხვედრაში იმარჯვა და ბოლო 26 მატჩში დაუმარცხებელია.
"რეკორდმაისტერის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 43 მატჩში 51 გოლი გაიტანა.
59-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გოლი მეკარე მანუელ ნოიერის პასით გაიტანა.
ბაიერი - ბაიერნი 2:4
გოლები: 0:1 ალაბა (16), 0:2 გნაბრი (24), 0:3 ლევანდოვსკი (59), 1:3 ბენდერი (63), 1:4 ლევანდოვსკი (89), 2:4 ჰავერცი (90+5, პენ)