ნოიერი ნაცისტური სიმღერის შესრულების გამო სკანდალში გაეხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი, რომელიც ბავარიული გრანდის მეკარეთა მწვრთნელ ტონი ტაპალოვიჩთან ერთად დასასვენებლად ხორვატიაში იმყოფება, სკანდალში გაეხვა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც 34 წლის მეკარე სხვა ადამიანებთან ერთად ასრულებს ხორვატიულ სიმღერა "Lijepa li si"-ს, რომლის ავტორიც მარკო პერკოვიჩი გახლავთ და ის ულტრანაციონალური ორგანიზაცია "უსტაშისთან" ასოცირდება.

სიმღერის ტექსტში საუბარია ტერიტორიაზე, რომელსაც "ხერცეგ-ბოსნა" ჰქვია. მას, სხვა ტერმინის მიხედვით, ბოსნიის ხორვატიული რესპუბლიკა ჰქვია და ის ბოსნიის ომის დროს ჩამოყალიბდა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნოიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როგორც გერმანიაში,
ისე სერბეთსა და ბოსნიაში. თავად ფეხბურთელმა თავი იმით იმართლა, რომ ხორვატიული ენა არ იცის და წარმოდგენა არ ჰქონდა, სიმღერის ტექსტი რას ნიშნავდა. არადა, ვიდეოკადრებში ჩანს, რა ომახიანად ასრულებს ნოიერი სიმღერას, ტექსტიც ნასწავლი უნდა ჰქონდეს.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული