"Hey Jude" - "დორტმუნდი" ახალწვეულს "ბითლზის" სიმღერით მიესალმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დორტმუნდის "ბორუსია" თავის 17 წლის ახალვეულ ჯუდ ბელინგემს ორიგინალურად, ბრიტანული როკ ბენდი "ბითლზის" სიმღერით "Hey Jude" მისალმა.

სიმღერა თავად "ბორუსიას" ფეხბურთელებმა შეასრულეს. იქნებ რომელიმე მათგანი ბავშვობაში მომღერლობაზეც კი ოცნებობდა, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთში წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლ მაკარტნისავით კი არა, რინგო სტარივითაც კი ვერცერთი მღერის, თუმცა კლუბის მხირდან მაინც სახალისო და ორიგინალური ნაბიჯი იყო.

17 წლის ჯუდი კი დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში 5 წლით დარჩება. მის სანაცვლოდ გერმანელებმა 23 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული