"ლევერკუზენის" ფორვარდმა შვილს ლეო-კრიშტიანო დაარქვა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" თავდამსხმელმა, 23 წლის იამაიკელმა ლეონ ბეილიმ საკუთარ შვილს ლეო-კრიშტიანო დაარქვა და საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ახსნა.

"ამას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მე და ჩემ სახელს ეხება. ლეო ეს სახლ ლეონის შემოკლებული ვერსიაა და ლომს ნიშნავს.

მეც ლომი ვარ და მინდა ჩემი შვილი მებრძოლისა და ლიდერის მენტალობით გაიზარდოს. კრიშტიანო კი ძალიან კარგი სახელია, რომელიც ბრწყინვალედ ერწყმის ლეოს,"- დაწერა იამაიკელმა.

ბეილი "ლევერკუზენის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლეონმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ორი
ასისტიც მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რას ეჩოდი ბავშვს:) რა კაი ტიპია პატარა...
0
მესის აგრესიულო ფანებო აქედან მაინც აიღეთ მაგალითი და დაწყნარდით.
თემო
17:05 29-11-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული