ბუნდესლიგის მე-11 ტურში "შტუტგარტთან" 1:5 განადგურების შემდეგ "დორტმუნდი" მწვრთნელ ლუსიენ ფავრს დაემშვიდობა, - იტყობინება "ბილდი".
გუნდს ჯერჯერობით მწვრთნელის თანაშემწე ედინ ტერზიჩი უხელმძღვანელებს.
ფავრი "დორტმუნდს" 2018 წელს ჩაუდგა სათავეში, ამ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ბუნდესლიგაზე კი მეხუთე ადგილზეა და ლიდერებს - "ბაიერნსა" და "ლაიპციგს" 5 ქულით ჩამორჩება.