"შალკეს" თითქმის ერთი წელიწადია თამაში არ მოუგია და პერსპექტივაც არ უჩანს. გელზენკირხენული კლუბის ბოსებმა გადაწყვიტეს მთავარი მწვრთნელი მანუელ ბაუმი გადაეყენებინათ და მის შემცვლელად დროებით ჰუბ სტევენსი დანიშნეს, რომელიც ადრე სამჯერ ედგა ამ გუნდს სათავეში.
სწორედ ამ ნიდერლანდელის სახელს უკავშირდება "შალკეს" დიდი წარმატება - 1997 წელს უეფას თასის მოგება. 67 წლის სტევენსი კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლავთ.
სტევენსის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე მატჩში გელზენკირხენული გუნდი საკუთარ მოედანზე "არმინიასთან" 0:1 დამარცხდა.