გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" 20 წლის თავდამსხმელ ერლინ ჰოლანს ნამდვილი გოლების მანქანა და უკვე მთლიანად ჩამოყალიბებული თავდამსხმელი უწოდა.
მისი აზრით, მოვა დრო და ერლინი "დორტმუნდს" აუცილებლად დატოვებს, რაც კარიერაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ახლა კი ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში თამაშობსო.
ბევრის აზრით, მათეუსმა რაღაცნაირად მიანიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ ჰოლანი "ბაიერნში" გადავა.