"გლადბახის" თავდამსხმელი ბრილ ემბოლო არალეგალური წვეულებიდან პოლიციელებს გაექცა, - იტყობინება "ბილდი".
მიონხენგლადბახის ერთ-ერთ რესტორანში ემბოლო წვეულებაზე რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იმ დროისთვის დაკეტილი უნდა უნდა ყოფილიყო. როდესაც პოლიციელები მივიდნენ, ემბოლო სარკმლიდან გაძვრა და სახურავზე აძვრა, ხოლო როდესაც სამართალდამცველები წავიდნენ, შენობის სხვა სარკმლიდან უკან დაბრუნდა.
მოკლედ, ფეხბურთელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა კი დაარღვია, მაგრამ ფაქტზე ვერ დაიჭირეს და ამტკიცებს, რომ ესენში კალათბურთის მატჩის საყურებლად გაემგზავრა.
23 წლის ემბოლო კლუბმა ანტივირუსული პროტოკოლის დარღვევის გამო დასაჯა და "ვერდერთან" ბუნდესლიგის მატჩის განაცხადიდან გამოიყვანა.