Bild-ის ინფორმაციით, ბასკი ფეხბურთელი და ამჟამად "რეალ სოსიედადის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ხაბი ალონსო ბუნდესლიგას "მიონხენგლადბახის" მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება.
ხაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა სანსებასტიანურ კლუბში დაიწყო. იყო განათხოვრებული "ეიბარში", შემდეგ კი - "ლივერპულში"; ასევე, მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. კარიერა სწორედ გერმანულ გრანდში, 2017 წელს დაასრულა.
2017 წელს სამწვრთნელო კარიერა მადრიდის "რეალის" 14-წლამდელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ კი მშობლიურ კლუბს მიაშურა. "მიონხენგლადბახმა" ბუნდესლიგის 26 ტურის შემდეგ 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება.