"დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი უკანასკნელ 24 წელიწადში პირველი 21-წლამდელი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 40+ გოლი გაიტანა.
ნორვეგიელის ანგარიშზე გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 41 გოლია.
1996/97-ის სეზონში "ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ ერთ სეზონში 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია.
ჰოლანი 27 გოლით ბუნდესლიგის მესამე ბომბარდირი, ხოლო 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა.