"ბაიერნის" მეცხრე სუპერთასი და ნაგელსმანის პირველი ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის სუპერთასზე "ბაიერნმა" "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხა.

"ბაიერნმა" დაჯაბნა მეტოქე, "აინტრახტთან" ბუნდესლიგის პირველ ტურში დუბლითა და სამი საგოლე გადაცემით თავგამოჩენილ ერლინ ჰოლანს გასაქანი არ მისცა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გერმანიაში ტოლ-სწორი არ ჰყავს და სუპერთასი მეცხრედ მოიგო.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და "რეკორდმაისტერში" ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა გოლი.

მიუნხენური გუნდის 34 წლის ახალმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

დორტმუნდი. "სიგნალ-იდუნა პარკი"
დორტმუნდი - ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (41), 0:2 მიულერი (49), 1:2 როისი (64), 1:3 ლევანდოვსკი (74)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული