20 წლის თავდამსხმელი ქარიმ ადეიემი "ზალცბურგიდან" "დორტმუნდში" გადავა, - იტყობინება Sky Sport-ი.
გამოცემის ცნობით, გერმანულმა კლუბმა "ზალცბურგთან" შეთანხმებას მიაღწია.
"დორტმუნდი" ადეიემს 30 მილიონ ევროდ შეიძენს და პლუს ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება "ზალცბურგს" ბონუსების სახით კიდევ 6 მილიონი გადაუხადოს.
თავად ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 6.5 მილიონს დაუნიშნავენ.
ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაზე ადეიემმა 25 მატჩში 16 გოლი გაიტანა (4 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.