ჰოლანმა მთელ "დორტმუნდს" ნახევარ მილიონზე მეტი თანხის საჩუქრები უყიდა

AutoSharing Option
Bild-ის ინფორმაციით, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა "დორტმუნდის" მთელ შემადგენლობასა და კლუბში მომსახურე პერსონალს ძვირადღირებული საჩუქრები უსახსოვრა. 

21 წლის ფორვარდი "დორტმუნდიდა" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და წასვლის წინ ყველა თანაგუნდელს Rolex-ის ფირმის საათები აჩუქა. ნივთების ფასი 13 000 - 15 000 ევრო გახლავთ. 

საათები ნიდერლანდებიდან გერმანიაში 2 ლიმუზინით ჩაიტანეს და თითოეული ფეხბურთელისთვის განკუთვნილ საათებს პერსონალური ნიშანი აქვს. 

გუნდელების გარდა ერლინმა საჩუქარი "დორტმუნდის" 20-ზე მეტ თანამშრომელს გადასცა - ფიზიოთერაპევტებს, მზარეულსა და კონსულტანტებს. მათთვის ნორვეგეილმა Omega-ს ფირმის საათები შეიძინა, რომელთა ფასი 7000 - 9500
ევროა. 

საერთო ჯამში, საჩუქრებისთვის ერლინმა 600 000 ევროზე მეტი დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კვირაში აქვს ნახევარი მილიონი ევრო ხელფასი. ბონუსი კიდევ სხვაა
ჟორა
23 მაისი 2022 14:05
0
ზოგ ქართველ სპორცმენს თავისი ცოლისთვის ენანება ფული
!!!
21 მაისი 2022 20:38
5
სამაგიეროდ საყვარლებისთვის არ ენანებათ,კარგად "აგულავებენ"
ირაკლი
21 მაისი 2022 23:59
0
ეს ჩემისები რა ფულს ატრიალებენ? იცის, რომ ორ ამდენს ამოიღებს სიტიში.
kaia kargi cxovreba!
21 მაისი 2022 19:38
0
მაგარი ჯიგარი კოფილა.
vagneri janashia.
21 მაისი 2022 18:06
1
ყოჩაღ! ეს მე ცუდი მეგონა პიროვნულად.
ქუთაისი
21 მაისი 2022 16:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული