40 მილიონი ევრო - "ბაიერნმა" ნიდერლანდელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ბაიერნმა" "აიაქსიდან" 20 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, რაიან გრავენბრეხის ტრანსფერი სრულყო.

ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მიუნხენში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

ამსტერდამული კლუბი რაიანის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს, მისი მომდევნო ტრანსფერიდან კი თანხის 7%-ს მიიღებს.

გრავენბრეხი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული